logo
ENG



"თავისუფლება მიშას!" - 4 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან აქცია დაიგეგმა

03 ოქტ 202122:38
3 წუთის საკითხავი
 
"თავისუფლება მიშას!" - 4 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან აქცია დაიგეგმა
კადრები

ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან აქციის გამართვას გეგმავს სახელწოდებით "თავისუფლება მიშას!" აქციის შესახებ ინფორმაცია ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. კომენატარი ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია ზელენსკის პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.


close დახურვა